­

სრული ინფორმაციის მიღება პაციენტის საკვლევი გენების შესახებ NGS ტექნოლოგიის საშუალებით

შემდეგი თაობის სექვენირება (NGS) არის Thermo Fisher Scientific-ის მიერ შექმნილი მაღალი სიზუსტისა და წარმადობის მეთოდოლოგია, რომელიც გაძლევთ დნმ - და რნმ -ნიმუშების ნუკლეოტიდური თანმიმდევრობის სწრაფად დადგენის საშუალებას.

ონკოლოგიური კვლევების შემთხვევაში, Thermo Fisher-ის მიერ NGS -ისთვის შექმნილია სპეციალური პანელები, რომლებიც მიზნობრივად მორგებულია კონკრეტულ სიმსივნესთან ასოცირებულ ონკოგენებზე. შედეგად,ანალიზი შეგიძლიათ ჩაატაროთ მიზნობრივად, პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე, რაც დაგეხმარებათ დროულად შეარჩიოთ სწორი მკურნალობის მეთოდი და შეინარჩუნოთ მისი ჯანმრთელობა.

კონკრეტულად რის კვლევას შეძლებთ NGS ტექნოლოგიის საშუალებით?

NGS-ტექნოლოგია საშუალებას გაძლევთ ერთი ანალიზით მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია პაციენტის საკვლევი გენების შესახებ.   

ტექნოლოგიის გამოყენება შეგიძლიათ შემდეგ  სფეროებში:

  • ონკოლოგია
  • რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  • ინფექციური დაავადებებისა და მიკრობების კვლევა
  • მემკვიდრული დაავადებები
  • კრიმინალისტიკა
  • სურსათის უვნებლობა
  • აგრიგენომიკა
  • იშვიათი დაავადებები

ანალიზისთვის საჭიროა ნიმუშის მცირე რაოდენობა. ერთდროულად შესაძლებელია რამდენიმე პაციენტის კვლევა.

ანალიზისთვის საჭირო აპარატურა

აპარატი, Ion GeneStudio™ S5 და Ion Chef სისტემა, გაძლევთ საშუალებას, განახორციელოთ თქვენთვის სასურველი ნიმუშის სექვენირება, ერთი გენეტიკური სექვენატორის საშუალებით.

Ion GeneStudio™ S5 და Ion Chef სისტემა გთავაზობთ:

  • სექვენირებისთვის ნიმუშის მომზადების მარტივ პროტოკოლს;
  • რეაქციის სრულ ბიოინფორმატიკულ ანალიზს რამდენიმე საათში;
  • ანალიზისთვის საჭირო ყველა რეაგენტს ერთი კიტის შემადგენლობაში;
  • თქვენთვის საინტერესო ყველა გენის კვლევას ერთ რეაქციაში;
  • საწყისი ნიმუშის მცირე რაოდენობის შემთხვევაში (მაგალითად: FFPE, cfDNA) როცა დიდი რაოდენობით დნმ-ის ან რნმ-ის გამოყოფა რთულია, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნიმუშის მეტად მცირე მოცულობა, როგორიცაა ნანოგრამი DNA ან RNA.

Ion GeneStudio™ S5 -ის ინსტალაცია შესაძლებელია ერთ დღეში. ინტერფეისი მარტივია მომხმარებლისთვის, ხოლო რეაგენტები, კარტრიჯების ფორმატში, ამარტივებს მის გამოყენებას.

ლაბორატორიას შეუძლია განახორციელოს როგორც მცირე, ასევე საკმაოდ მასშტაბური კვლევები, რადგან Ion 5 სერიის ჩიპები, რომლებიც გამოიყენება Ion GeneStudio S5 სერიებზე, გვთავაზობს სხვადასხვა არჩევით წარმადობას.

Torrent Suite, Ion Reporter და არის NGS -ის საანალიზო პროგრამები, რომლებიც ამარტივებს შემდეგი თაობის სექვენირებას როგორც გამოცდილი, ასევე ნაკლებად გამოცდილი მკვლევარისთვის. Oncomine™ Reporter კი გვაძლევს შედეგების ავტომატურ რეპორტს.

NGS-ტექნოლოგია მასშტაბური კვლევების შესაძლებლობით პერსონალიზებული მედიცინის განვითარების პერსპექტივას იძლევა.

გაიგეთ მეტი NGS ტექნოლოგიის შესახებ ბმულზე: https://bit.ly/3xh3XGk

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ: support@abmmedical.com.ge